უკრაინაში, გარდაიცვალა პირი, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებულ მღვდელთან კონტაქტი ჰქონდა

ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო თავის ფეისბუქზე წერს, ხოლო მასზე დაყრდნობით უკრაინული პორტალები ავრცელებენ ინფორმაციას.

“დადასტურდა COVID-19 – ით მეოთხე გარდაცვალება.

სიკვდილების გეოგრაფია ფართოვდება. ამჯერად ეს ტერნოპოლია.

დღეს დილით სავადმყოფოში გარდაიცვალა 1952 წელს დაბადებული მამაკაცი.

პოლიციამ ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან ერთად დაადგინა, რომ გარდაცვლილ მოქალაქე ბ-ს, 9 მარტს, მონასტირსკის რაიონის სოფელ შვეიკაში, დასაფლავების დროს, კონტაქტი ჰქონდა 1963 წელს დაბადებულ მღვდელ ო.ვ-სთან, რომელსაც 19 მარტს კორონავირუსით დაინფიცირების დიაგნოზი დაუდგინდა.

მოწმეთა ცნობით, მოსახსენებელ რიტუალს დაახლოებით 70 კაცი ესწრებოდა.

საერთოდ, ეპიდემიოლოგების და პოლიციის მიერ ჩატარებული ეპიდემიოლოგიური გამოძიებით დაგენილია, რომ მარტის დასაწყისიდან მღვდელი ო.ვ. სხვადახვა რელიგიური წეს-ჩვეულების შესრულების დროს ახლო კონტაქტში იმყოფებოდა დაახლოებით 500 კაცთან.

ყველა ამ პირმა საჭიროა სასწრაფოდ მიმართოს ტელეფონებზე 102 ან 103 და აცნობოს მღვდელ ო.ვ-სთან, დაბადებულთან 1963 წელს და გარადაცვლილ ბ-სთან, დაბადებულ 1952 წელს ურთიერთობის ფაქტის შესახებ.

თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სერიოზულ საფრთხეშია.

თავად მღვდელი ტერნოპოლის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის ქვეშ.

ამჟამად დასახლებული პუნქტები შვეიკა, კოვალევკა და 4 სხვაპოლიციის მიერ არის ბლოკირებული.

ეპიდემიის ამ უჯრედში უკვე დადგენილია COVID-19 – ით დაინფიცირების 5 შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ შემთხვევები გაცილებით მეტია” – წერს ანტონ გერაშჩენკო.

უკრაინული პორტალების ცნობით დაინფიცირებული მღვდელი ოლეგ ვინიცკი უკარინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიიდანაა. 21 მარტს, პრესასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ არ იცის როგორ დაინფიცირდა, რადგან მღვდელმსახურების და აღსარების დროს დიდ რაოდენობა ხალხთან აქვს კონტაქტი..

ამ დროისთვის უკრაინაში ინფიცირების 145 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან 1 განიკურნა, 5 კი გარდაიცვალა.

ტერნოპოლის ოლქში ინფიცირების 8 შემთხვაა. გარდაიცვალა  1 კაცი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად