უკრაინაში დღის განმავლობაში გამოვლენილმა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს პირველად გადააჭარბა

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირების 4027 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღის რაოდენობაზე 400-ით და 26 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 194-ით მეტი.

განვლილ 24 საათში ჩატარებული 51229 ტესტში დადებითი ტესტების რაოდენობა შეადგენს 7.86%.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 კაცი, წინა დღესთან შედარებით 5-ით ნაკლები.

სულ, უკრაინაში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 208959 შემთხვევა, კორონავირუსით გარდაცვლილია 4129 კაცი.

ბოლო ორ კვირაში, უკრაინაში 46259 კოვიდინვიცირებული გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 789 კაცი. 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 105.9-ის ტოლია, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1.8-ის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად