უკრაინაში, დედაქალაქის აეროპორტები საშტატო რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა

უკრაინის დედაქალაქის აეროპორტები საშტატო რეჟიმში შეფერხების გარეშე მუშაობს. ამის შესახებ 112 ua წერს.

“ძვირფასო მგზავრებო და სტუმრებო, აეროპორტი მუშაობს საშტატო რეჟიმში. რაც შეეხება შორეულ ფრენებსა და ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას, ჩვენ ჯერ ველოდებით რადას გადაწყვეტილებას.

საერთაშორისო აეროპორტის ყველა რეისი განრიგის მიხედვით სრულდება. თხოვნა ჩვენს მგზავრებს – მობრძანდეთ აეროპორტში წინასწარ”, – ნათქვამია აეროპორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პრეზიდენტ პეტრ პოროშენკოს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შეყვანა შესთავაზა 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2019 წლის 25იავნრამდე. აღნიშნული შეთავაზება პოროშენკომ დაამტკიცა. ბრძანებულების ლეგიტიმიზაციის მიზნით, პრეზიდენტის განკარგულება გადაეცა რადას, რომელმაც უნდა განიხილოს და დაამტკიცოს შესაბამისი დოკუმენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად