უკრაინაში, ბუნებრივი აირის ფასი წლის დასაწყისიდან 51%-ით შემცირდა

უკრაინის ნაციონალური კომპანია “ნეფტოგაზ უკრაინა” აცხადებს, რომ მოსახლეობის განკუთვნილი ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი 21%-ით შემცირდა.

“ნეფტოგაზ-უკრაინის” საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობისთვის განკუთვნილი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 2020 წლის მაისში 2,3 გრივნამდე შემცირდა (დამატებითი ღირებულების, გასაღებაზე ფასნამატის და გაზის ტრანსპორტირების და გამანაწილებელი კომპანიების ხარჯების გარეშე), რაც აპრილის ფასთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.

სულ, წლის დასაწყისიდან, ბუნებრივი აირის ფასი 51%-ით არის შემცირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი სხვაობამ 62%-ს მიაღწია.

კომპანია აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ენერგომატარებლების, მათ შორის, ბუნებრივი აირის ფასების რეკორდული კლება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად