უკრაინაში, ბოლო 24 სთ-ში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

COVID19-ის შემთხვევათა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა უკრაინაში. იუწყება UNN, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს კორონავირუსის ეპიდემიის მონიტორინგის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.

დღის განმავლობაში კორონავირუსის 8 752 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, უკრაინაში დადასტურებულია COVID19-ის 387,481 შემთხვევა.

COVID19-ით დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობის რიცხვი დღეში 155-ით გაიზარდა, საერთო ჯამში 7196 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად