უკრაინაში ბენზინი 1 დღეში 2 გრივნით გაძვირდა

დღეს, უკრაინაში ყველაზე პოპულარული А-95 მარკის ბენზინი 2,09 გრივნით გაძვირდა. როგორც უკრაინული მედიასაშუალებები იუწყებიან, 1 ლიტრი ბენზინის ფასი დღეს 26,42 გრივნამდე გაიზარდა. 

А-95 მარკის ბენზინი ყველაზე ძვირი, 27,26 გრივნა, ტერნაპოლის ოლქშია, ყველაზე დაბალი კი დნეპროპეტროცსკის ოლქში – 25,2 გრივნა. 

ცოტა ხნის წინ, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო, ბენზინი უკრაინაში ლიტრზე 1,3 გრივნით გაძვირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...