უკრაინაში აგრარული პოლიტიკის საკითხებში ყოფილი მინისტრი დაიღუპა

უკრაინაში აგრარული პოლიტიკისა და სურსათის საკითხებში ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა პაველ როზენკომ განაცხადა.

”ტარას კუტოვი ტრაგიკულად  დაიღუპა,” – წერს იგი Facebook- ზე.

მოგვიანებით, მან პოსტზე კომენტარის სახით დაწერა: ”ავიაკატასტროფა მოხდა, ვერტმფრენი ჩამოვარდა”.

მანამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებოდა, რომ ორშაბათს, პოლტავას ოლქში, ვერტმფრენი “Робинсон-44” ჩამოვარდა, რომელიც კიევიდან მოფრინავდა. რეგიონულმა პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად მფრინავი დაიღუპა.

ტარას კუტოვი 1976 წელს დაიბადა. იგი 1999-2009 წლებში  “Крок за кроком” -ის ფინანსური დირექტორი იყო, შემდეგ კი საინვესტიციო კომპანია “21-ე საუკუნეს” ხელმძღვანელობდა.

2012-2016 წლებში ის VII და VIII მოწვევის რადას დეპუტატი იყო (ფრაქცია “უდარი” და “პეტრო პოროშენკოს ბლოკი”), ასევე იგი აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

2016 წლის აპრილში მან აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მაგრამ მაისში თანამდებობა დატოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად