უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდა

უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდა,-ინფორმაციას ტელეარხი "112 უკრაინა" ავრცელებს. 

დღეიდან, უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას შეძლებს. 17 მაისს, სტრასბურგში, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე.

მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ყველა სამართლებრივი პროცედურა თითქმის გადაწყვეტილი იყო. დოკუმენტი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევიდა.

საზეიმო ხელმოწერის ცერემონია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსთან ევროპარლამენტში ვიზიტის ფარგლებში შედგა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ  ევროპარლამენტის ახალი სპიკერი ანტონიო ტაიანი და ევროპარლამენტის მომხსენებელი უვიზო რეჟიმის საკითხებში მარია გაბრიელი.

ამდენად, უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მესამეა, რომელმაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მიაღწია მოლდოვისა და საქართველოს შემდეგ. საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად