უკრაინამ უნგრეთის პრემიერის განცხადებების გამო, პროტესტი გამოთქვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში უნგრეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, ლასლო პაპა "არამეგობრული ნაბიჯების" დაიბარა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

"მკაცრი პროტესტი გამოვუცხადეთ უნგრელ დიპლომატს უკრაინის წინააღმდეგ ოფიციალური ბუდაპეშტის მიერ გადადგმული არაერთი არამეგობრული ნაბიჯის გამო", – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, მიუღებელია უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებები, რომ კიევის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია.
„უნგრეთის ბოლოდროინდელი ქმედებები უკრაინის შიდა საქმეებში პირდაპირ ინტერვენციას მიუთითებს ", – ნათქვამია განცხადებაში.

28 ივლისს უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა რუმინეთში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება არარეალურია, რადგან ქვეყანაში კორუფციის ძალიან მაღალი დონეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად