უკრაინამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

უკრაინამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, – ამის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური იუწყება.

უწყების ცნობით, დიპლომატს სავარაუდოდ, 2014 წელს რუს სპეცსამსახურებთან კავშირი ჰქონდა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის უკრაინელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და რუს სპეცსამსახურებს გადასცემდა.

დიპლომატს, რომელიც სავარაუოდ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, ბრალი ღალატის მუხლით წაუყენეს. საქმის მასალები სასამართლოში გაგზავნეს.
დიპლომატმა ქვეყანა უკვე დატოვა. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად