უკრაინამ რუსეთის აგრესიის გამო, აზოვის ზღვის მიმართულებით სამხედრო ძალები გააძლიერა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა (APU) აზოვის ზღვის მიმართულებით არმიის დაჯგუფების გაძლიერება გადაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, სერგეი პოპკომ facebook-ის გვერდზე დაწერა.

"აზოვის ზღვის რეგიონში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების დაჯგუფება, მათ შორის, სახმელეთო ძალები გაძლიერდა", – წერს ის.
მეთაურმა განაცხადა, რომ ეს "რეგიონში სიტუაციის სრული კონტროლის უზრუნველსაყოფად გაკეთდა", ასევე "დაჯგუფების ქმედებების მხარდასაჭერად" და "საზღვაო სანაპიროზე საიმედო დაცვის უზრუნველსაყოფად".
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ორგანიზებას უწევს ამ ტერიტორიაზე კომბინირებული ბრიგადებისა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების, ასევე რაკეტსაწინააღმდეგო ძალებისა და საარტილერიო დანაყოფების, არმიის ავიაციის ერთეულების ძალების ყოფნასა და კონტროლს ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...