უკრაინამ ქერჩის სრუტეში სამხედრო გემების გაგზავნაზე უარი თქვა

კიევი ქერჩის სრუტის გავლით სამხედრო გემების გაგზავნას არ გეგმავს. BBC-ის უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა.

“არ შემიძლია განვაცხადო, რომ ხვალიდან ქერშის სრუტის გავლით გადავალთ”, – განაცხადა მან.
ხომჩაკს მიაჩნია, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი წინა ინციდენტი უნდა მოგვარდეს, რადგან უკრაინელი მეზღვაურები ჯერ კიდევ რუსეთში არიან.
მან აღნიშნა, რომ ქერჩის სრუტეში “საფრთხის” დონე კვლავ მაღალია.

მიმდინარე წლის 18 მარტს, ავსტრალიის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, შვიდი რუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ამა წლის 15 მარტს, ევროკავშირის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. სანქციების ე.წ შავ სიაში 8 პირი მოხვდა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე “ბუქსირი” “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...