უკრაინამ ფრანგი პოლიტიკოსების ანექსირებულ ყირიმში ვიზიტი მკაცრად დაგმო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფრანგი პოლიტიკოსების ანექსირებულ ყირიმში ვიზიტს მკაცრად გმობს. უწყების განცხადება სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

საუბარია 13 მარტს, ყირიმში ფრანგული დელეგაციის ვიზიტზე, რომელიც ათი პოლიტიკოსისგან შედგება. დელეგაციას ასოციაცია “ფრანკო-რუსეთის დიალოგის” პრეზიდენტი ტიერი მარიანი ხელმძღვანელობს. დელეგაციის თანამომხსენებელმა, სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცსკიმ განაცხადა, რომ იგი მოიცავს ეროვნული ასამბლეის ყოფილ და ამჟამინდელ დეპუტატებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და ორი ქალაქის მერს. ვიზიტი 16 მარტამდე გაგრძელდება.
„საფრანგეთის მოქალაქეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინეს, მათ ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები უგულებელყვეს. ეს ასევე საკუთარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება “, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...