უკრაინამ, ირანში ჩამოვარდნილი Boeing-ის ყველა მგზავრის დაღუპვა დაადასტურა

ყველა მგზავრი უკრაინული თვითმფრინავისა, რომელიც ირანში ჩამოვარდა, დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი ვასილი კირილიჩი აცხადებს.

აქამდე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავს ყველა მგზავრი დაიღუპა, სააგენტო Reuters-მა, ირანულ ტელევიზიაზე დაყრდნობით გაავრცელა.

კირილიჩის განცხადებით, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენის შემდეგ განიცადა, იგი თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად