უკრაინა რუსეთის სპეცსამსახურებს ჰაკერულ თავდასხმებში ადანაშაულებს

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ კომპანიების ვებგვერდზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა და საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შექმნა მოითხოვა. საუბარია, ნავთობკომპანია Burisma Holdins-ისა და სტუდია “Квартал 95”-ის ვებგვერდზე განხორციელებულ ჰაკერ შეტევაზე, რომელშიც კიევი რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს,-ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, არტემ მინიაილომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰაკერული შეტევის მიზანი თანამშრომლებისგან პირადი მონაცემების მოპარვა და კომპანიის ხელმძღვანელების ელექტრონული ფოსტის მისამართების ხელში ჩაგდება იყო.

დანაშაულის ჩადენის გარემოებების დასადგენად, უკრაინის ეროვნული პოლიცია ერთობლივი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შექმნას იწყებს, რომელშიც აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები არიან მიწვეული.
უკრაინის ეროვნული პოლიციის კიბერუსართხოების დეპარტამენტი მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლის მეორე ნაწილით აწარმოებს, რაც სატელეფონო საუბრების, ტელეგრაფის ან სხვა კორესპონდენციის კონფიდენციალურობის დარღვევას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ასევე  უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის პროცესის ნაწილად, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ FBI- ს და კომპანია Area1- ს მიმართა, რომლებმაც ჰაკერული შეტევის ნიშნები დააფიქსირეს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად