უკრაინამ ევროსაბჭოდან საკუთარი ელჩი გაიწვია

კიევმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოსკოვისთვის უფლებების აღდგენის გამო, ევროპის საბჭოში საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიხმო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა თავის Facebook- ზე დაწერა.

“ევროპის საბჭომ ნდობა დაკარგა და ის ძნელია აღდგეს“, – აღნიშნა პაველ კლიმკინმა.

ამავე დროს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი ქვეყნის მონაწილეობა მხოლოდ დროებით შეჩერდება, რადგან კიევი დათმობას არ აპირებს.

პარალელურად, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელიც ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციის უფლებების აღდგენას ითვალისწინებს. ესტონეთის ლიდერმა საკუთარი პოზიცია მიკრობლოგ Twitter- ზე დააფიქსირა.

მისი განცხადებით, რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის “სირცხვილია”.
ესტონეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებების აღდგენისთვის არავითარი მიზეზი არ არსებობს.

ესტონეთის პრეზიდენტმა პოსტი ე.წ ჰაშთაგებით დაასრულა: #ყირიმი, #ომიაღმოსავლეთუკრაინაში.

24 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,რომელიც რუსეთის დელეგაციას ასამბლეის დარბაზში დაბრუნებისა და ხმის მიცემის საშუალებას უბრუნებს.

შესაბამისს გადაწყვეტილებას მხარი 118 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 62 იყო, ხოლო 10-მა პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციით ცვლილება შედის რეგლამენტში, რამაც შესაძლოა რუსეთის დელეგაციაზე დაკისრებული სანქციები გაართულოს, ან დაბლოკოს, ან უზრუნველყოს მისი ასამბლეაში დაბრუნება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გარეშე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრების უფლება ხმის მიცემაზე, სიტყვით გამოსვლაზე და წარდგენაზე ასამბლეაში და მის ორგანოებში, ვერ შეჩერდება, ვერც დაიბლოკება გასაჩივრების, ან უფლებამოსილების გადახედვის შემთხვევაშიც კი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად