უკრაინამ ბელარუსის საზღვარზე დამატებითი შეზღუდვები დააწესა

უკრაინამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ბელარუსის საზღვართან სიახლოვეს საქმიანობასთან დაკავშირებით ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჩრდილოეთ რეგიონალური სამმართველო იტყობინება. ამის შესახებ tut.by წერს.

შეზღუდვები შემოღებულია “სასაზღვრო რეჟიმის დაცვაზე კონტროლის გაძლიერების, კანონის დარღვევის თავიდან აცილებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით.” შეზღუდვები რივნის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

აკრძალვა ეხება:

ნებისმიერ სამუშაოს 22.00-დან 6.00 საათამდე, სასაზღვრო ნიშნებიდან სასაზღვრო ზოლის 100 მეტრამდე მანძილზე (გარდა სამეურნეო სამუშაოებისა);

მანქანებისა და ადამიანების გადაადგილებას (გარდა ტექნიკისა და აღჭურვილობის, რომლებიც მონაწილეობენ სამეურნეო სამუშაოებში) იმ გზებზე, რომლებიც არ არის სახელმწიფო საზღვრის ხაზისკენ მიმავალი გზების რეესტრში და არ გაივლის საგუშაგოებს (22.00-დან 6.00 საათამდე);

მანქანებისა და აღჭურვილობის გაჩერებას გზის პირას, სახელმწიფო საზღვრის ხაზსა და გამშვებ პუნქტებს შორის (გარდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და გაუმართაობის გამო პარკირების შემთხვევებისა);

საავტომობილო გზების გვერდის ავლით ტრანსპორტის მოძრაობას, ხალხის ჩასხდომა-გადმოსხდომას, სახელმწიფო საზღვრის ხაზსა და საგუშაგოებს შორის ქონების განტვირთვას ან დატვირთვას;

მსუბუქი თვითმფრინავებისა და თვითმფრინავების ნებისმიერ ფრენას მესაზღვრეების ინფორმირების გარეშე;

კონტროლირებადი სასაზღვრო ტერიტორიიდან ადამიანების გაყვანასა და შეყვანას (ამას უნდა აკონტროლებდნენ ტრანსპორტის მძღოლები და მატარებლების გამცილებლები);

მატარებლების გაჩერებას (სამგზავრო) უკრაინის საბაჟო ტერიტორიის შესასვლელთან სახელმწიფო სასაზღვრო ზოლიდან სარნის სარკინიგზო სადგურამდე და საპირისპირო მიმართულებით;

გემებისა და მცურავი საშუალებების გასვლას ტბებსა და წყალსაცავებში, რომლებიც მდებარეობს სასაზღვრო ზონაში (მყვინთავების ჩათვლით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...