უკრაინა რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოქმედებას შეწყვეტს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტაზე დოკუმენტების პაკეტს ელის. ამის შესახებ პოროშენკო თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა ამ ნაბიჯის გადადგმასთან საკმარისად მომზადებული და იურიდიულად დაცული მივიდა. პოროშენკოს თქმით, დოკუმენტი, მოსკოვის დამსახურებით უკვე დიდი ხანია, რაც ანაქრონიზმად იქცა.

შეთანხმება გაფორმებულია რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მიერ 1997 წელს. 1998 წელს კი მისი რატიფიცირება უმაღლესმა რადამ მოახდინა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში – რუსეთის დუმამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად