უკრაინა რუსეთს ხომალდებიდან უნიტაზების მოხსნაში ადანაშაულებს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაბრუნებულ ხომალდებზე უნიტაზებია მოხსნილი.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის, იგორ ვორონჩენკოს თქმით, რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დაკავებული გემებიდან პრაქტიკულად სრულად არის მოხსნილი მოწყობილობა, მათ შორის უნიტაზები, როზეტები, პლაფონები.

“გემები თავის სვლით ვერ მოდიან, ბუქსირით მოგვყავს. რუსებმა მათ ბოლო მოუღეს”, – ამბობს ვორონჩენკო და პირობას დებს, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენებს მოსკოვის “ბარბაროსულ დამოკიდებულებას”

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო შტაბის ყოფილი მეთაური, ადმირალი ვიქტორ კრავჩენკო უსაფუძვლოდ თვის მოსკოვის მიერ კიევისთვის დაბრუნებიული ხომალდების შეგნებულად დაზიანებას. “მე არ მგონია, რომ ვინმემ მოხსნა რაღაც პლაფონები და სხვა ყველაფერი. რამე შეიძლებოდა დაზიანებულიყო დაკავებისას, ამ ხომალდების მიმართულებით იყო ატეხილი სროლის დროს”, – ამბობს კრავჩენკო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად