უკრაინა ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებების გამო გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

უკრაინა 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაეროს საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებს. ამის შესახებ ტელეარხ ICTV- ის უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განუცხადა.

“აგრესიული აქტის გამო, საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად სარჩელი მზადდება. ეს ფაილი უკვე დაფიქსირდა – რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის შესახებ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესიისთვის “, – განაცხადა პოროშენკომ.

მისი თქმით, უკრაინელი მეზღვაურები საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებდნენ. პოროშენკოს განმარტებით, რუსი სამხედროები შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში უკრაინელ ხომალდებს თავს დაესხნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს.

„რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გადაწყვეტილებას არღვევს, მათ  ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, ამიტომ ჩვენ მთელი მსოფლიოს ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ”, – განაცხადა პოროშენკომ.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 2018 წლის 26 ნოემბრიდან – 2019 წლის 25 იანვრამდე იქნება ძალაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად