უკრაინა NYT-ისგან რუკის გადაკეთებას მოითხოვს, სადაც ყირიმი რუსეთის ფერებშია აღნიშნული

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარიანა ბეცა აცხადებს, რომ უწყება News York Times-ის რედაქციას დაუკავშირდა გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ქერჩის სრუტის გავლით ხიდის მშენებლობას ეხება. მასალას თან ახლავს რუკის ფრაგმენტი, რომელზეც ყირიმი მითითებულია, როგორც სადავო ტერიტორია 

მასალას თან ახლავს რუკის ფრაგმენტი, რომელზეც ყირიმი მითითებულია, როგორც სადავო ტერიტორია. იგი იმავე ფერითაა აღნიშნული, რა ფერითაც რუსეთია.  

"ყირიმი არ წარმოადგენს სადაო ტერიტორიას. ეს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა. ოკუპანტი ცნობილია-ეს რუსეთის ფედერაციაა. ჩვენ დავუკავშირდებით გამოცემას, შეცდომები უნდა გამოსწორდეს",-წერს ბეცა საკუთარ "ტვიტერზე".

გამოცემა News York Times-ის სტატია, რომელმაც კიევის ყურადღება მიიპყრო, 1 ნოემბერს გამოქვეყნდა. მასალაში აღნიშნულია, რომ იმ სირთულეების შესახებ, რომელიც ხიდის მშენებლობას უკავშირდება. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბიზნესი თავს არიდებდა მშენებლობაში მონაწილეობას.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად