უკრაინა კორონავირუსის მესამე ტალღას უახლოვდება

უკრაინაში იზრდება კორონავირუსის შემთხვევები. ერის ჯანმრთელობის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ რადუცკის თქმით, უკრაინა COVID19-ის შემდეგ ტალღაზე გადადის. ამის შესახებ იუწყება RBC-Ukraine.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ჯოგური იმუნიტეტის გაჩენა ინფექციის დაძლევის ერთადერთი გზაა. “ვაქცინაცია ჯოგური იმუნიტეტის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ჩვენ ვაქცინირებული უნდა გვყავდეს მოსახლეობის სულ მცირე 60%”, – თქვა მიხეილ რადუცკიმ.

ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა თქვა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა მზადაა კორონავირუსის მესამე ტალღისათვის. “საიდუმლო არ არის, რომ სამყარო უკვე კორონავირუსის მესამე ტალღის პირასაა. ჩვენი სამედიცინო სისტემა მზად არის ამისათვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ტალღის სიმაღლის “გასწორება”. პასუხი მარტივია – ვაქცინაცია”, – განაცხადა მან.

24 თებერვალს, უკრაინამ დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო მოსახლეობის ვაქცინაცია ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca- ს წამლით. 1 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინაციაზე 44 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინაში COVID-19 ინფექციის 7235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 185, ხოლო გამოჯანმრთელდა 5118 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...