უკრაინა, კორონავირუსის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს

უკრაინა, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ორ დღეში საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

შეზღუდვა საზღვარზე ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

12 მარტიდან უკრაინაში აგრეთვე მოქმედებს კარანტინი სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებები.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 128 343 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 4 720-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 68 324 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად