უკრაინა კარანტინის რეჟიმს მინიმუმ 30 აპრილამდე ახანგრძლივებს

უკრაინის მთავრობა აპირებს ქვეყანაში კარანტინის გახანგრძლივებას მინიმუმ 30 აპრილამდე. ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

დენის შმიგალმა ხაზი გაუსვა, რომ სავარაუდოდ, ეს არ არის საკარანტინო რეჟიმის დასრულების ბოლო თარიღი. “ჩვენ გავაგრძელებთ კარანტინს 30 აპრილამდე, მაგრამ მე უკვე ვთქვი, რომ ეს, სამწუხაროდ, არაა საბოლოო თარიღი კარანტინის დასრულებისა. ის გაგრძელდება ამა თუ იმ ფორმით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ვირუსის შტამები. არანაირი ილუზია არ არის საჭირო, ჩვენ ჯერ კიდევ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპზე ვართ”, – თქვა დენის შმიგალმა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკრაინაში დაფიქსირდა 2020 წლის 3 მარტს. კარანტინი ქვეყანაში 11 მარტიდან მოქმედებს. ქვეყანაში მოსახლეობის COVID19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...