უკრაინა გმობს დამასკოსა და მოსკოვის მოქმედებებს და მხარს უჭერს NATO-ს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იდლიბის პროვინციაში განვითარებული მოვლენების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კიევი გმობს დამასკოსა და მოსკოვის ქმედებებს და მხარს უჭერს NATO-ს პოზიციებს.

კიევში მიაჩნიათ, რომ ბაშარ ასადის მოქმედებებისა და რუსეთის მიერ მათი მხარდაჭერის გამო, იდლიბში იღუპებიან როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები.

„თურქულ მხარეს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, მან სამხედროები დაკარგა, აგრეთვე სოლიდარობას ვუცხადებთ NATO-ს და მსოფლიო თანამეგობრობას, რომელიც ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იდლიბში, თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ კი, თურქეთის ძალებმა, სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად