უკრაინა G7-ის ლიდერებს: აიძულეთ რუსეთი, რომ მსოფლიო წესრიგს პატივი სცეს

შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩომ G7-ის ლიდერებს მოუწოდა, აიძულონ რუსეთი, „მსოფლიო წესრიგს პატივი სცეს”. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე დიპლომატიური მისიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

”ჩვენ G7- ის ქვეყნების ლიდერებს მოვუწოდებთ, დაიცვან თავიანთი ფუნდამენტური პოზიცია და გააძლიერონ ძალისხმევა, რათა აიძულონ აგრესორი, დაიცვას მსოფლიო წესრიგი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ ქმედებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეის გამო, შეშფოთება გამოთქვა.

დიპლომატიურმა უწყებამ აღნიშნა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის, დონბასში არსებული ვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ვითარების გაუარესების გამო, რუსეთი “დიდ რვიანში” არ უნდა დაბრუნდეს.

“რუსეთი უფრო შორს მიდის იმ წესებისა და სტანდარტებისგან, რომელიც “დიდი შვიდეულის” წევრ ქვეყნებს აერთიანებს”,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მანამდე, CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და შესთავაზა, რუსეთი 2020 წელს “დიდი შვიდეულის” სამიტზე მიიწვიონ. თუმცა, ამ ინფორმაციის ოფიციალურად არავინ ადასტურებდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, საფრანგეთში, სააგენტო “როიტერის” დიპლომატმა წყარომ თქვა, რომ მხარეები მზად არიან, რუსეთი G7– ში დაბრუნდეს. თუმცა, წყაროს თქმით, ყველაფერი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად