უკრაინა ბელარუსის საზღვართან წვრთნებს ჩაატარებს

ბელარუსიდან შესაძლო უკანონო მიგრაციის გამო, უკრაინის პოლიციამ მოსაზღვრე ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდა, აცნობონ სამართალდამცავებს, თუ დასახლებაში უცხო პირებს შენიშნავენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, ასეთ ადამიანებს საბუთებს შეუმოწმებენ და უკრაინაში ყოფნის მიზეზს დაადგენენ.

პოლიცია აღნიშნავს, რომ ამით ისინი დანაშაულის აღკვეთას და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობენ.

ამასთან, უახლოეს მომავალში ბელარუსის სასაზღვრო ზონასთან ყველა ძალოვანი სტრუქტურის, ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებისა და საზოგადოებრივი ფორმირებების მონაწილეობით მასშტაბური წვრთნები ჩატარდება.

ასევე, სამართალდამცავები საზღვრის დაცვას გააძლიერებენ, კერძოდ კი კონტროლის ძალებს გაზრდიან.

კომენტარები
იტვირთება...