უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ტენდერები და არაადაკევატურად მაღალი ფასები – აუდიტის დასკვნა თსუ-ზე

აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისობის აუდიტი. როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, თსუ დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს აუდიტის პერიოდში ახორციელებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თსუ-ის დაფინანსების ძირითად წყაროებს წარმოადგენს როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები (საკუთარი შემოსავლები), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება. თსუ-ის მიერ 2014 − 2017 წლებში მიღებული შემოსულობებისა და გადასახდელების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილში.

აუდიტმა მოიცვა 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. გარდამავალ და წინა აუდიტით გამოვლენილ რისკის შემცველ თემებთან დაკავშირებით შესწავლილი იქნა აგრეთვე სხვა პერიოდის ცალკეული შესყიდვებიც.

თსუ-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ტენდერების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია კი ასეთია. ინფორმაცია თსუ-ის მიერ 2014-2017 წლებში გამოცხადებული ტენდერების შესახებ (რაოდენობები)

აუდიტის სამსახური: როგორც ცხრილიდან ჩანს, თსუ-ის მიერ წლის დასაწყისში შესყიდვების გეგმების შემუშავება არ წარმოებდა რეალური საჭიროებების მოცულობიდან გამომდინარე. საწყისი საგეგმო პარამეტრები და წლის განმავლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიღებული პარამეტრები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. კერძოდ, გეგმები თანხობრივად, ჯამური ოდენობით 2-3-ჯერ გაზრდილია (გამარტივებული შესყიდვის საშუალებების ნაწილში 2016 წელს − 4.8-ჯერ). ამასთან ერთად, საწყის გეგმებში CPV კოდებით მითითებული ჯამური თანხები არ ეფუძნება შესასყიდი საქონლის და მომსახურების კონკრეტულ მოცულობებს. შესყიდვების საბოლოო გეგმებში დამატებულია ბევრი ისეთი CPV კოდი, რომელთა გათვალისწინება შესაძლებელი იყო საწყის გეგმებში ,რადგან ამ სახის შესყიდვები ყოველწლიურად წარმოებდა.

აუდიტის მიერ გამოვლენილ გარემოებებში, რომელიც უნივესრსიტეტის შესყიდვებს ეხება, ვკითხულობთ: გამოვლენილი გარემოება: თსუ-ის მიერ ბაზრის კვლევები ძირითადად ხორციელდებოდა მხოლოდ ფასთა გამოკითხვით, რომელიც იძლევა ძალიან მწირ ინფორმაციას და ქმნის ფასებით მანიპულირების შესაძლებლობას, რაც ვლინდება კვლევაში მონაწილე კომპანიების მხრიდან შეთავაზებულ მაღალ ფასებში. ასევე სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, პოტენციური მიმწოდებლების მიერ წარდგენილ შეთავაზებებში არ არის მითითებული ფასწარმოქნის კომერციული და ფინანსური პირობები (მიწოდების ვადები, ანგარიშსწორების პირობები და ვადები, საგარანტიო ვადები და ა.შ.) და აქედან გამომდინარე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის დროს, თსუ-ის მიერ არ ხდებოდა ამ პირობების გათვალისწინება. ყოველივე აღნიშნული ხშირ შემთხვევებში განაპირობებს საბაზრო ფასებთან მიმართებით არაადეკვატურად მაღალი სავარაუდო ღირებულებების ჩამოყალიბებას. შედეგად, იმ ტენდერებში, სადაც კონკურენცია შედგა, გამარჯვებული პრეტენდენტების სატენდერო წინადადების ფასები არსებითად განსხვავდება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისაგან, ხოლო უკონკურენტო გარემოში ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული სატენდერო წინადადების ფასები უტოლდება ან მცირედ განსხვავდება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისგან. მაგალითად: ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-მ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA160012159). ბაზრის კვლევის ეტაპზე ორი პოტენციური პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 170.0 ათასი ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად