უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩებზე მოსახლეობის ნაწილს წყალი საცხოვრებელი სახლის სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვიდათ. დაიტბორა როგორც სამანქანო გზები, ასევე მოსახლეობის ეზოები.

სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მუშაობენ საპატრულოსა და სამაშველოს ეკიპაჟები, ასევე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისებისა“ და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბრიგადები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად