უხვი ნალექის შედეგად, დაბა ჩაქვში, სოფელ ხალაში მეწყერი ჩამოწვა

უხვი ნალექის შედეგად, დაბა ჩაქვში, სოფელ ხალაში, რეზო გორჯელაძის სახლთან მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა, გორჯელაძის სახლის ფერდთან ჩამოწვა.

“ოჯახი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
ადგილზე იმყოფებოდა მერი, მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.
მიწის მასის გაწმენდას, შესაბამისი ტექნიკა დილიდან დაიწყებს.
უახლოეს პერიოდში ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან.
წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად კი განხორციელდება შემდგომი სამუშაოები”, – აცხადებენ ქობულეთის მერიაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად