უხუცესი კატა მსოფლიოში 26 წლისაა

გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა შევიდა – 26 წლის ტიფანი მსოფლიოს უხუცეს კატად აღიარეს. ამის შესახებ გინესის რეკორდების ოფიციალური გვერდი იტყობინება. 

ტიფანი, რომელიც 1998 წლის 18 მარტსაა დაბადებული, კალიფორნიაში ცხოვრობს. მისმა პატრონმა, შერონ ვურხისმა კნუტი ზოომაღაზიაში 10 დოლარად შეიძინა. რეკორდსმენის ასაკი ადამიანის ასაკზე რომ გადავიყვანოთ, გამოდის, რომ ტიფანიმ 125 წელი იცხოვრა. 

ცხოველს შენარჩუნებული აქვს კარგი მხედველობა, ყნოსვა და მშვენივრადაც გამოიყურება. ასაკის გამო, მაღალ არტერიოულ წნევას უჩივის. რეკორდსმენი მხოლოდ კატის სპეციალური საჭმლით იკვებება და ძირითადად დროს ოთახში ატარებს, იშვიათად დადის სასეირნოდ.

ყველა დროის ყველაზე მხრცოვან კატად კვლავ რჩება ტეხასელი კრიმ პაფი, რომელიც 1967 წელს დაიბადა და 2005 წლამდე იცოცხლა. ის 38 წლის და 3 თვის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად