უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ფანასკერტელის ინდექსი მცირედით გაიზარდა

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა", არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანდაცვის პლატფორმასთან" თანამშრომლობით, განაგრძობს მედიკამენტების ბაზარზე ფასების ყოველთვიურ მონიტორინგს, სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავებულ ფანასკერტელის ინდექსზე დაკვირვებით.

უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ფანასკერტელის ინდექსი 0,47%-ით გაიზარდა და 12,74 პუნქტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისის თვეში დაფიქსირებული ფასები 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე თითქმის უცვლელია და ჯანდაცვის სფეროში, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც შეეძლო მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებაზე ემოქმედა, არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ "აფბა" უკვე მე-9 თვეა, რაც აღნიშნულ კვლევას ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლოაბში, მედიკამენტებზე ფასები უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე გაიზარდა. მაგალითად, პირველი თვის ინდექსი-14,5, 13,81%-ით მეტია, უკანასკნელ, ივლისის თვის ინდექსთან, 12,74-თან შედარებით, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო 9 თვის მანძილზე, ჯანდაცვის სექტორში მომხდარმა ცვლილებებმა, მედიკამენტების ბაზარზე მეტწილად ფასების კლება განაპირობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად