უგზო-უკვლოდ დაკარგული 33 ბავშვი იპოვეს – ადამიანებით ვაჭრობის საქმის დეტალები

FBI-ს დიდი ოპერაცია “დაკარგული ანგელოზები”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვა სამართალდამცავი ორგანოები და უწყებები, წარმატებით დასრულდა – მათ 33 უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვი იპოვნეს. რამდენიმე მათგანის სექსუალური ექსპლუატაცია ხორციელდებოდა.

ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 11 იანვარს დაიწყო, დააკავეს ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი და დაიწყეს ბევრი გამოძიება. ერთი ნაპოვნი ბავშვი მშობლებმა მოიტაცეს, რომლებსაც ჩამორთმეული ჰქონდათ მშობელთა უფლებები.

ორი ბავშვი უსაფრთხოების ძალებისთვის ცნობილ ადგილას იპოვნეს, სადაც ხდებოდა ადამიანებით ვაჭრობა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. გამოძიების ფედეარლურ ბიუროში აცხადებენ, რომ იშვიათი არ არის შემთხვევები, როდესაც გადარჩენილი არასწრულწლოვანი ბავშვები ისევ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან, თანაც ისე, რომ ვერც კი აცნობიერებენ, რომ ვაჭრობის საგანს წარმოადგენენ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2020 წლის ნოემბრისთვის ასეთი შემთხვევების 1 800-ზე მეტი გამოძიება მიმდინარეობდა, მათ შორის არასრულწლოვანთა სექსუალური მონობის საქმე. 2020 წელს FBI-მ დაიწყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ 664 გამოძიება ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც 473 პირი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად