უგულავა:მაქვს ინფორმაცია,მუხთარლის საქმე კერძო პირებს დაუკავშირონ და არა სამართალდამცავებს

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმეზე გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"როდესაც რაღაც დანაშაულს ჩაიდენ და შემდეგ ამ დანაშაულის კიდევ უფრო მიჩქმალვას ცდილობ, კიდევ უფრო ღრმა სპირლაში შედიხარ. ახლა მიდის მცდელობა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე, მართლაც ძალიან მძიმე საქმე საქართველოს მთავრობამ და გამოძიებამ გამოაცხადოს როგორც კერძო შემთხვევა, ვითომ ვიღაცა კერძო პირებმა ფულის სანაცვლოდ იქაც კერძო პირებს გაუკეთეს მსგავსი სერვისი. 

არა, ეს ვარაუდი არ არის. ეს გარკვეულ ინფორმაციას ეყრდნობა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ქართულმა მხარემ ეს სისულელე ჩაიდინოს. საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს ამას და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით. არ იარსებებს საერთაშორისო ფორუმი, დასკვნები თუ სხვა საქართველოს შესახებ, სადაც ეს შავი ლაქა არ იქნება ჩასმული", – განაცხადა გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...