უგულავა: ვერ შემტენეს ისეთი რამ, რომელიც კორუფციასთან ჩემს შეხებას გამოავლენდა

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “მატროსოვის ციხიდან’ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა

„მე მართლა ამაყი ვარ იმიტომ რომ რვა წლის თავზე ასეთ ანტაგონისტურ პირობებში, როგორსაც პროკურატურა იგონებდა და თხზავდა მათაც კი ვერ მოახერხეს, ვერ შემტენეს ისეთი რამ, რომელიც ჩემს შეხებას კორუფციასთან გამოავლენდა

ყველაფერს რასაც მედავებიან დაკავშირებულია პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, იმასთან რომ პარტიული ნიშნით დავასაქმე ადამიანები, რომლებიც პარტიულ საქმესაც აკეთებენ.
სახლში რამის წაღებას, 1თეთრისაც კი არავინ მედავება, იმიტომ რომ მსგავსი რამ არასდროს ყოფილა“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად