უგულავა: პარლამენტში შეჭრა არასწორია, შეჭრის პროვოცირება გახარიამ მოახდინა!

პარლამენტთან უკვე მესამე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაა გათავისუფლდენ აქვიაზე დაკავებულები, დატოვოს პოსტი შს მინისტრმა და ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპროტესტო აქციაზე იმყოფება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც ამ მოთხოვნებს უერთდება.

მისი თქმით, პარლამენტში შეჭრის პროვოცირება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოახდინა.

“მე უკვე საკმარისი ასაკი და გამოცდილება მაქვს იმისთვის რომ, მესამე მთავრობა მაინც არის, აი ასეთ ჩიხში შევიდა და სამწუხაროთ ასეთ სიბრიყვეს იძახის. რაც არ უნდა იძახონ, რა უწყებაც არ უნდა გამოგზავნონ (რომელიც ჯერ არ მიმიღია), ეს კატასტროფა რაც დამართეს ხალხს, აბსოლუტურად არაპროპორციულია ყველაფრის. სისულელეა რასაც მთავრობა იძახის. მთავრობას გამოსავალი აქვს ერთი. გადააყენოს გახარია. სხვა შემთხვევაში მთლიანად მთავრობოს გადაყენებამდე მივა საქმე” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გავრცელდა ჩანაწერი სადაც თქვენ თათბირობთ…. “რაც გავრცელდა, მეც ვნახე, ის არანაირი თათბირი არ იყო, იქ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არსებობაც კი არ მახსოვდა ისეთი დიდი ეიფორია და დიდი მუხტი იყო იქ. ნიკა მელია იყო დეპუტატი და ის უკანონოდ იყო გამოძევებული პარლამენტიდან. ულტიმატუმებს ყოველთვის დავაყენებთ. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებს. ამ ძალადობის პროვოკატორს და ამ ძალადობის პროვოკატორი არის გიორგი გახარია და ერთადერთი ლეგიტიმური შეკითხვა სამართლიან გამოძიებას რაც შეიძლება ჰქონდეს ამ მომენტში არის ის, როდესაც გახარიამ ეს ბრძანება გასცა, ეს იყო მისი ინიციატივა თუ ივანიშვილს შეუთანხმა. ეს არის კითხვა რომელსაც ელოდება ქართველი ხალხი. გახარიას ადგილი, თუ ის არ გაიქცა მოსკოვში საიდანაც ის არის დაფრთიანებული, ადრე თუ გვიან იქნება ციხეში”- განაცხადა უგულავამ. კითხვაზე, პარლამენტში შეჭრა სწორი ქმეფებაა?

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ასე პასუხობს: “პარლამეტში შეჭრა არის არასწორი ქმედება და პარლამენტში შეჭრის პროვოცირება მოახდინა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...