უგულავა: თუ ვინმეს ბოღმა უნდა ალაპარაკებდეს, მე ვიჯექი ციხეში იდიოტური ბრალდებებით

მე ვიჯექი სამი წელი ციხეში თითიდან გამოწოვილი, იდიოტური ბრალდებებით.”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

“ვერ მივიღებ ვერც მორალური პედესტალიდან საუბარს თუნდაც პირადად ჩემ მიმართ – თუ ვინმეს ბოღმა უნდა ალაპარაკებდეს, მე ვიჯექი სამი წელი ციხეში თითიდან გამოწოვილი, იდიოტური ბრალდებებით. ჩემი ბრალდება იყო, რატომ მყავდა დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამავდროულად იყვნენ პარტიის წევრები, ბოდიში მომითხოვია და დღევანდელი მერი, ყველა მუნიციპალიტეტის მერი, ნარმანია და ზემოდან მთავრობის რამდენიმე წევრიც შემიძლია დაგისახელოთ, გასამართლებადია, რა ვქნათ, დავიწყოთ? ამაზეა აქ საუბარი, თვითმიზნური აკვიატებისას, როდესაც გინდა, რომ ადამიანი დაიჭირო, ყოველთვის მოძებნი საბაბს ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად მონგრეულია”,-ამბობს გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად