უგულავა: თევზი თავიდან ლპება, სიძულვილის ენა ქართულ ღია პოლიტიკაში ივანიშვილმა დანერგა

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“თევზი თავიდან ლპება. სიძულვილის ენა ქართულ ღია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა დანერგა. ოცნების ხელში მთელი სახელწიფო აპარატი ბოღმისა და გესლის აგრეგატად იქცა. სამწუხაროდ უკანმობრუნებულმა ტალღამ ქართული ოცნება გამოფხიზლების ნაცვლად, უფრო ღრმა მარაზმში შეიყვანა. დაიწყესბილწსიტყვაობისანონიმური კოლექტიური წერილებით, საჯარო დაგმობებით, უკუგინებითგანკურნებისკამპანია. საუკეთესო საბჭოთა ტრადიციით ადრესატი თითქოს აბსტრაქტულია, როგორც კოლმეურნეობის თავმჯდომარე. სინამდვილეში, ყველასთვის ცხადიაივანიშვილს რუთავი 2 და ნიკა გვარამია ჰყავს ყელში გაჩხერილი.

დღეს ბატონი ხუნდაძეც საჯარო მუქარაზეც გადავიდა. ითმინეთ ძვირფასო ხელისუფლებავ! ითმინეთ და იცოდეთ დღეიდან ყოველი სიო, რომელიც სახურავიდან აგურს ჩამოაგდებს, ან მანქანა რომელიც შემთხვევით დაეჯახება ან ნებისმიერი ფატალურთან ოდნავ ახლო შემთხვევითობა, თქვენს კისერზე იქნება. პასუხად კი კბილის წილ კბილს, თვალის წილ თვალს მიიღებთ

Nika Gvaramia იცი მე დიდად არ ვარ ღია ეთერში გინების მომხრე, მაგრამ ამ ბრიყვებმა არჩევანიც არ დაგიტოვეს. ასე რომ წინ ახალი სიმაღლეებისკენ” – წერს გიგი უგულავა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...