უგულავა: თალაკვაძისგან წარსულზე ლაპარაკი ფარისევლობაა, ჩვენი ხელისუფლება გაიხსენა და თავადაც იქვე იყო

ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა “კურიერთან” საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

“მოდი გულწრფელები ვიყოთ, არც ბატონი თალაკვაძე იყო სადღაც შორს. იქვე იყო, ცოტა დაბალ რეგისტრში, მაგრამ იქვე იყო. მისი მხრიდან წარსულზე ლაპარაკი ფარისევლობაა. ისე დღეს, რომ ჯაჭვით გამოჩნდა ის გამახსენდა, რომ ის ციხეში მუშაობდა. შემიძლია ეს გასაღები გადავცე, ბოქლომის გასაღები, სჯობია დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. ჭეშმარიტი “კლუჩნიკივით” მოიქცა, უხდებოდა და სხვათა შორის ეს იყო მთავარი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რო წინა ხელისუფლება ადამიანის უფლებებსა და მედიას ბოქლომს ადებდა და თქვა, რომ ამის გასახსენებლად მათ ბოქლომს ჩუქნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად