უგულავა: შვილები და შვილიშვილები დასწყევლის ყველა პოლიტიკოსს, ვინც ივანიშვილს დათვურ სამსახურს გაუწევს 

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს “სამარცხვინო ფარისევლობას” უწოდებს, მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რიტორიკა პოლიტიკურ ნაწილში მიუღებელია და იმეორებს ბიძინა ივანიშვილის ნარატივს.

ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ 2020 წელის ქართველ ამომრჩეველს ექნება ძალიან ფართო არჩევანი, რაც იქნება ივანიშვილის არჩევნებში დამარცხების წინაპირობა.

“გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ იყო სამარცხვინო ფარისევლობა. ბოლოს, ის რიტორიკა, რომელიც მის პოლიტიკურ ნაწილში იყო დამახასიათებელი, ასევე მიუღებელია, რადგან ის იმეორებს ივანიშვილის ნარატივს. ქართველ ამომრჩეველს 2020 წელს ექნება ძალიან ფართო არჩევანი, და ეს მრავალფეროვნება იქნება წინაპირობა ივანიშვილის დამარცხების. “ნაციონალური მოძრაობა” ამ ბრძოლის ნაწილი, რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მსგავსი განცხადებებით, არ მგონია, რომ თუნდაც საკუთარ პარტიას მოეხმაროს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის ჩამოშორებაა, ისე, რომ არ დარჩეს ქაოსი. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ივანიშვილის ნათქვამს გაიმეორებს, რომ  ერთ მთაზე ის დგას, და მეორე მთაზე მეორე ტიტანი, ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას ამ ქვეყანაში. მინდა მიხეილ სააკაშვილს ვუთხრა, შვილები და შვილიშვილები დასწყევლის ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც ივანიშვილს ნებსით თუ უნებლიედ დათვურ სამსახურს გაუწევს და დატოვებს 2020-ის ხელისუფლების შემდეგ. ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყანაში”-განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად