უგულავა: შუალედური არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად გენერალური რეპეტიცია იქნება

სასმელი წყლის, შიდა გზების და სანიაღვრე არხების, პრობლემაზე საუბრობს ლაგოდეხის რიონის, აფენის თემის მოსახლეობა. ’’ევროპული საქართველოს’’ ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან მალხაზ მელაშვილთან ერთად სოფელ გვიმრიანში ადგილბრივ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

მოსახლეობა გიგი უგულავასთან საუბარში სოციალური დახმარების მოხსნაზე, სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე ამახვილებს ყურადღებას რაც ანტისანიტარაის იწვევს და მოსახლეობის ჯანმრთელოაბს უქმნის საფრთხეს. გიგი უგულავას განცხადებით 2020 – წლამდე ყველა არჩევნები იქნება გენერალური რეპეტიცია რათა მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე მოხდეს ივანიშვი

გიგი უგულავას განცხადებით : – ლაგოდეხის რაიონის, აფენის თემში საკრებულოს არჩევნებია, ჩვენ ’’ევროპულ საქართველოს ’’ კონკურენტული კანდიდატი გვყავს მალხაზ მელაშვილი, რომელიც ადგილობრივია და კარგად იცის აფენის თემის პრობლემები. ხალხს პროგრესი სჭირდება, ხალხს მუშაობა უნდა, მთავრობამ დაანებოს თავი და არ შეუშალოს ხელი. ის რაც საქმეა მთავრობის ის გააკეთოს და არა ის მავნებლობა, რომელსაც სჩადის რეგიონებსა თუ ქალაქის ცენტრში. მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შუალედური არჩევნები, როგორც წესი ხელისუფლების არის, თუმცა ჩვენ აქ დიდ კონკურენციას გავუწევთ სახელისუფლებო კანდიდატს. ყველა არჩევნები 2020 – წლამდე იქნება გენერალური რეპეტიცია იმისათვის ,რომ მშვიდობიანად ქაოსის გარეშე ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.:- განაცხადა გიგი უგულავამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად