უგულავა სამართალდამცავს: რომელ კანონში წერია, რომ ქვიშის შეტანა არ შეიძლება, იქნებ თავზე მინდა დავიყარო?

“რომელ კანონში წერია, რომ ქვიშის შეტანა არ შეიძლება, იქნებ, თავზე მინდა რომ დავიყარო? ე.ი. ღამე დასარბევად ემზადებით.”- ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელს.

გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კარვებში არის შეშა, და ყველაფერი, რაც ღამის სათევად არის საჭირო, მაგრამ ქვიშის ტომრების გადაადგილების საშუალებას სამართალდამაცავები არ აძლევენ.

“თქვენ არღვევთ კანონს და დავალება არის უკანონო და ვერ ახერხებთ განმარტების გაკეთებას, რომელი მუხლის საფუძველზე მოქმედებთ. მოყევით 26-ე მუხლი რას ნიშნავს” – მიმართა გიგი უგულავამ სამართალდამცავს.

ამ დროისთვის ბლოკირებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები შემოწმებას ახორციელებენ. აქციის მონაწილეები და “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ირწმუნებიან, რომ ქვიშა სჭირდება მხოლოდ კარვების გაშლისთვის არის საჭირო და ქვიშის ტომრებში არანაირი საფრთხე არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად