უგულავა: სადღაც შეძვრა მათიკაშვილი, პარლამენტს გვირაბიც აქვს, მართლა პროქტოლოგები ხომ არ ვართ?!

სადღაც შეძვრა მათიკაშვილი, პარლამენტს გვირაბიც აქვს, მართლა პროქტოლოგები ხომ არ ვართ?! – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურანალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

“სადღაც შეძვრა მათიკაშვილი და დავაკვირდებით აბსოლუტურად მშვიდობიანად. მთავარი საქმე ხომ ეგ არის?! ამ შენობას ბოლო ბოლო გვირაბიც აქვს, უშიშროების და კანცელარიის შენობიდან გვირაბით შემოიყვანენ. მართლა პროქტოლოგები ხომ არ ვართ?! რომელ უკანა ხვრელში შეაძვრენ ამ დეპუტატებს, მე ხომ არ ვიცი?!

მთავარია, რომ მათ რაც გააკეთეს და რასაც აკეთებენ, იმსახურებენ მხოლოდ ერთს, რომ რკინის ჯებირებით უნდა გადაადგილდებოდნენ და სადღაც რაღაც ხვრელებიდან ძვრებოდნენ თავიან სამუშაო სხვადასხვა ადგილებში. ეს არის ამოცანა და ამ ამოცანას ვასრულებთ. აბსოლუტურად მშვიდობიანად”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად