უგულავა სააკაშვილზე: თუ რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, არავინ აკავებდა!

ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს.

“ფარისევლობა დ ასირცხვილი. მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ძალიან ბევრი რამ გააკეთა, დაეცა ასეთ მარაზმამდე”.,-ამბობს ბაქრაძე.

გიგი უგულავა, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელი საზოგადოების გასაგებად აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მოიტყუა

“არასდროს არავინ არ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში. მაგრამ, დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით მაგალითად წინააღმდეგი, როდესაც პოლიტიკური გასაჭირი იყო და შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის, როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა, ქართული სახელმწიფოებრიობის სეკულარიზმის უარყოფა, მაშინ ის არაფრით განსხვავდება ლევან ვასაძისგან”-განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას

ცნობისთვის, 29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა თქვა, რომ მასა და გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად “მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია”, ხოლო ბოკერია კი “ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად” მოიხსენია. სააკაშვილი აღნიშნული გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად