უგულავა: სააკაშვილს პირველ რიგში უნდა ესმოდეს რომ პიჯაკისთვის პრეზიდენტს არ უნდა დევნიდნენ

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ TV პირველის ეთერში განაცხადა

“ამნისტია არ ეხება პიროვნებებს, ეხება ჩადენილ დანაშაულებებს ანუ მუხლებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მაინცდამაინც ამნისტიის ფორმაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ მთავარ შეთანხმებაზე, რომ სასამართლო არ გამოვიყენოთ პოლიტიკური დევნისთვის…

… მკვლელობას ეს (იდეა) არ ეხება, არ ეხება წამებას, მაგრამ პიჯაკის გულისთვის პრეზიდენტები არ უნდა იყვნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ. ეს პირველ რიგში სააკაშვილს უნდა ესმოდეს, იმიტომ, რომ პირადად ის არის იდიოტური დევნის მსხვერპლი”,-ამბობს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად