უგულავა: როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ეხლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ გვაქვს

„კოვიდის მართვა, ეპიდემიის მართვა, თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობამ ჩააფლავა. როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ეხლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ გვაქვს, რომ რეალურად ვებრძოლოთ” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, გაუარესებულ ეპიდსიტუაციასა და ხელისუფლების ბრალებების ოპოზიციის მიმართ შეფასებისას განაცხადა.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ხელებს ნუ იშვერენ, ფეხებს ნუ იქნევენ, ფეხებს ნუ აბაკუნებენ, მიხედონ საქმეს და თუ ადამიანების მასიურად ჯანმთელობას დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად მათი პასუხისმგებლობა“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად