უგულავა: როცა კალაძე მოქალაქეებს თავებით ითვლის გულის ამრევია, ფაქტობრივად მათ მეორედ უჩვება შუა თითი

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელმაც დედაქალაქის მერს კახა კალაძის განცხადებას უპასუხა.

“სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებს თავებით ითვლის. ადამიანურად არის უვარგისი, ისე როგორც მერი უვარგისია. ვინმე ვაჟა სირაძის მათემატიკა უფრო სარწმუნოა, ვიდრე ამათი და რაც მთავარია საერთაშორისო მედია “როიტერს”, “ასოშიეტედ პრესი” და ა. შ. წერდნენ, რომ 20 000 ადამიანამდე იყო გამოსული ცალკე. პარტიულ მობილიზაციაზე თუ ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ნახევარი იყო. მაგრამ, იმისათვის, რომ ადამიანებს ეჩვენებინათ თავისი განწყობილება ივანიშვილისადმი, აბსოლუტურად საკმარისი იყო. ჩვენ არ ვართ მატყუარები მათგან განსხვავებით, ჩვენ გვახსოვს 100 000-ბით ქართველი რომ გამოდიოდა მათ მიტინგებზე, რომელიც მართლა სასაცილო რიცხვი იყო, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ყველაზე დიდი უგუნურებაა და ქალაქის მერისგან იმდენად გულის ამრევი საქციელია, რომ უბრალოდ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ. გამოდის ამხელა კაცი და საკუთარ მოქალაქეებს თავებით ითვლის. ფაქტობრივად, ამ ადამიანმა მეორეჯერ უჩვენა შუა თითი საკუთარ მოქალაქეებს. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან როგორც ჩანს ამ ადამიანს ბოლომდე ვერ გაუგია რა პასუხისმგებლობა აქვს და ვის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად