უგულავა: ქუცნაშვილი სად იჯდება, თუ იდება, მაგას საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს

ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ჯურნალისტებთან განაცხადა.

„ქუცნაშვილი სად იჯდება, თუ იდება, მაგას ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ის სიიდან ამოიღეს და ქუცნაშვილის დაბრუნება კანონისა და კონსტიტუციის დარღვევა იქნება. ვინაიდან, ივანიშვილი შევიდა კალაპოტში, რომ რაც უფრო ცუდს აკეთებენ მით უფრო კარგია, დანიშნონ პროკურორად შოთაძე, დააბრუნონ კობახიძე თავის თანამდებობაზე, დააბრუნონ ქუცნაშვილი, ძალით დანიშნონ თანამდებობაზე გახარია და ნახავენ არჩევნებზე რაც მოუვათ“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს და მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოყვა. აქციების შედეგად, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად