უგულავა: “ქართული ოცნება” და მამუკა მდინარაძე არაადეკვატურობის პიკზე იმყოფება

ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას, რომელიც დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა,

” “ოცნებაც” და თვითონ მამუკა მდინარაძეც რაღაც არაადეკვატურობის პიკზე იმყოფებიან. ყველა ეს სურვილები ბიძინა ივანიშვილის მავნე სურვილები, რაც დღეს გაახმოვანა ბატონმა მდინარაძემ, სულ მცირე საჭიროებს ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას. ეს წინაპირობა მოგეხსენებათ არის საკმარისი ხმები იმისთვის რომ შეცვალო კონსტიტუცია”,-ამბობს უგულავა.

უგულავას თქმით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები საბავშო ბაღში, ბავშვების გართობას უტოლდება.

“ჯერ ვნახეთ ჩვენ მოდელირებული ამბოხი დაჩიმონა ბერაიას და ხუნდაძის მონაწილეობით. შემდეგ, მოდელირებული მოლაპარაკებები შიგნით უმრავლესობაში. შემდეგ, დებატები ახლა კი გვეუბნებიან კონსესუს მივაღწიეს შიგნით უმრავლესობაშიო. თამაშობენ საბავშო ბაღში რომ ბავშვები ერთობიან, დაახლოებით ასეთ დონის გართობასთან გვაქვს საქმე”,-ამბობს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, დღეს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: “2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რითაც 2024 წლამდე შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად