უგულავა: პროტესტი გაგრძელდება, მოვლენ, ცოცხალი ჯაჭვი დახვდებათ

ეს პროტესტი გაგრძელდება, მოვლენ, ცოცხალი ჯაჭვი დახვდებათ,” – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “კურიერთან” განაცხადა.

“ჩვენ ისეთ გონგასულ ადამიანებთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ ივანიშვილს, რომ თუ რა დავალებას მისცემს ის თავის შიკრიკებს, ამის პროგნოზი შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ქალაქის მერს, აბსოლუტურად სამარცხვინო და გულისამერვი ბრიფინგი გამოსვლა ჰქონდა, ამის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა. მან ნამდვილად ხელმეორედ შუა თითი ანახა თბილისელებს და საქართველოს მოქალქეებს.

ივანიშვილის ყველაზე საუკეთესო “თვისება” არის ის, რომ თავისი გუნდის წევრები ამოგანგლოს და ასეთები დატოვოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა ეს დეპუტატები ცხვრის ფარასავით მორეკოს. ჩვენ აქ აბსოლუტურად მშვიდობიანად ვდგავართ, უბრალოდ ისინი აქ ვერ შევლენ და ვერ იმუშავებენ.”,-ამბობს გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად